მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სერვისების დეცენტრალიზაცია

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი იწყებს მასწავლებლების პროფესიული განვითარების სერვისების რეფორმირებას. რაც მოიაზრებს მასწავლებლებისათვის სერვისების მიწოდების დეცენტრალიზაციას და ამ პროცესში ცენტრში არსებული სერვისების ეტაპობრივ გატანას გარე მიმწოდებლებზე.

სერვისების მიწოდების სიტემის დეცენტრალიზაცია საშუალებას მოგვცემს რომ:

  • მასწავლებელთა პროფესიული სერვისები გახდეს მეტად მრავალფეროვანი, ციკლური და ხარისხიან შედეგზე ორიენტირებული.
  • საგრანტო კონკურსებისა და შესყიდვების პირობების დაკონკრეტება, შესაძლებელს გახდის სხვადასხვა აქტორებს შორის პარტნიორობის სტიმულირებას, სკოლების ქსელური მუშაობის ხელშეწყობას, საჭიროებებსა და კონკრეტულ შედეგებზე მეტი ფოკუსირებას.
  • მოხდეს გარე, დამოუკიდებელი აქტორების განვითარება და ექსპერტიზის დაგროვება სამოქალაქო სექტორში.
  • მოხდეს საჯარო სექტორის მენეჯმენტის ოპტიმიზაცია, ეფექტიანობის გაზრდა და შეიქმნას შესაძლებლობა მხარდამჭერ ღონისძიებებზე რესურსების მეტად ფოკუსირებისათვის.

სერვისების დეცენტრალიზაციის რეფორმა განხორციელდება რამდენიმე ეტაპად. პირველი ეტაპი მოიაზრებს სერვისის მიმწოდებლების რეგისტრაციას. რეგისტრაცია უნდა გაიარონ:

  1. სერვისის მიმწოდებლებმა, რომლებსაც სურვილი აქვთ მიიღონ მონაწილეობა ცენტრის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებზე დაფუძნებულ მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე მიმართულ საგრანტო კონკურსებსა და სახელმწიფო შესყიდვებში;
  2. სერვისის მიმწოდებლებმა, რომლებიც ახორციელებენ უფასო და/ან ფასიან პროფესიული განვითარების პროგრამებს შეძლებენ მოიპოვონ აღიარება იმისათვის, რომ მასწავლებლებს, რომლებიც ხსენებულ პროგრამებს გაივლიან მიენიჭოთ შესაბამისი კრედიტ-ქულები.

ასევე, რეგისტრაცია დამატებით საშუალებას მისცემს ცენტრს შეაფასოს სერვისის მიწოდების ბაზარი და დაგეგმვის პროცესში გაითვალისწინოს არსებული მონაცემები.

მიზანი

მასწავლებლების პროფესიული განვითარების სერვისების დეცენტრალიზაცია მიზნად ისახავს: სწავლა-სწავლების ეფექტიანობის გაზრდას მასწავლებელთა საჭიროებებზე დაფუძნებული პროფესიული განვითარების გზით, რაც გულისხმობს საჭიროებებზე და შედეგზე მაქსიმალურად ორიენტირებული სერვისების მეტად გამრავალფეროვნებას, სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების სისტემის განვითარებასა და სერვისის მიწოდების გზებისა და მიმწოდებლების დივერსიფიცირებას.

სერვისის მიწოდება

სერვისების მიწოდების სისტემის დეცენტრალიზაცია გვთავაზობს მაქსიმალურად მოქნილ მიდგომას და საშუალებას აძლევს ბაზარზე არსებულ სხვადასხვა მიმწოდებელს კონკურენტულ გარემოში შეიმუშაოს და განახორციელოს მრავალფეროვანი პროგრამები მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის:

კონკრეტული სერვისის მომწოდებელი შესაძლებელია იყოს ქვემოთ მოცემული ჩამონათვალიდან თითოეული ინდივიდუალურად ან გაერთიანდეს ამ ჩამონათვალში არსებულ ერთ ან რამდენიმე ორგანიზაციასთან. რაც საშუალებას მოგვცემს განვავითაროთ პარტნიორული და ქსელური კომუნიკაცია სერვისის მიმწოდებელსა და მიმღებს შორის.

სერვისის მიმწოდებლები:

  • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ან დაწესებულებათა ქსელი
  • პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები
  • საგნობრივი და პროფესიული ასოციაციები
  • კონკურსის პირობებთან შესაბამისობაში მყოფი სხვა იურიდიული პირები
ორგანიზაციის რეგისტრაცია